"იუვენტუსი" ინიესტათი ინტერესდება
იტალიური პრესა იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას შესაძენად მზადაა, თუ ფეხბურთელი კატალონიური კლუბის დატოვებას გადაწყვეტს.
2018 წელს ინიესტას კონტრაქტი იწურება და ესპანელს ჯერ-ჯერობით ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. თავის მხრივ, "იუვენტუსი" მზადაა "ბლაუგრანას" კაპიტანი უკვე ამ ზაფხულში გაიფორმოს.
მიუხედავად იმისა, რომ ინიესტას "ბარსელონადან" წასვლის ალბათობა დაბალია, შესაძლოა, მისი დარწმუნება კატალონიელთა ყოფილმა ფეხბურთელმა, დანი ალვესმა შეძლოს, თუ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები შეექმნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]