"ბარსელონა" დეულოფეუს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიბრუნებს
"ევერტონის" ვინგერი, ხერარდ დეულოფეუ, რომელმაც სეზონის მეორე ნაწილი არენდით "მილანში" გაატარა, ზაფხულში "ბარსელონაში" დაბრუნდება.
კატალონიურმა კლუბმა 23 წლის ფორვარდის უკან გამოსყიდვის ფუნქციის გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც 12 მილიონი ევრო დაუჯდება.
დეულოფეუ "ბარსელონას" ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება, რომელიც წელს, პოლონეთში გაიმართება (16-30 ივნისი), იტყობინება Football Italia.
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ამ სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "ნებისმიერი მოთამაშის შეცვლა შეიძლება."
სერია A-ს 17 მატჩში დეულოფეუმ 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]