ბართომეუმ მესის ოჯახს მხარდაჭერა გამოუთქვა
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ლიონელ მესის ოჯახს მხარს უჭერს.
ოთხშაბათს, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა.
2016 წლის ივნისში სასამართლომ მესი საგადასახადო მაქინაციების განხორციელებაში ცნო დამნაშავედ. საუბარია 2007-2009 წლებში გადაუხდელ 4.1 მილიონ ევროზე.
სასჯელი მესის გისოსებს მიღმა დარჩენას არ ითვალისწინებს.
"კლუბი მხარს უჭერს ლეო მესის, მის მამასა და ოჯახს. დღეს დილით, "ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ფეხბურთელის ოჯახს დაუკავშირდა და ამის შესახებ ამცნო.
ოჯახი მადლიერია არამხოლოდ დღევანდელი ჟესტის, არამედ ამ პროცესის განმავლობაში მიღებული დახმარების გამო. კლუბი მესის მხარს სამომავლოდაც დაუჭერს."-ამბობს "ბარსელონას" წარმომადგენელი ხოსეპ ვივიესი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]