რონალდუ: "მესის თამაშს სიამოვნებით ვუყურებ"
მადრიდის "რეალის" ლიდერი, "ოქროს ბურთის" მოქმედი მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ ის თავის უმთავრესი კონკურენტის, "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის თამაშს სიამოვნებით უყურებს ხოლმე.
"ყველა კარგი ფეხბურთელის თამაშის ყურება მომწონს, მესი კი ბრწყინვალე ფეხბურთლია. რა თქმა უნდა, მის თამაშს დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ისეც არ ვართ, რომ მასთან სახლში მივდიოდე და ერთად ვსადილობდეთ. მესის ჩემ მეგობარს ვერ ვუწოდებ, თუმცა ლიონელი ჩემთვის კოლეგაა და არა მეტოქე." - რონალდუს ამ სიტყვებს, Fox Sports Argentina-ზე დაყრდნობით, Sport ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 29 ]