ვიდალი: "უკვე ვფიქრობ, როგორ დავარწმუნო ვალვერდე ჩემ შესაძლებლობებში"
"ბარსელონას" მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, ის სხვა გუნდში გადასვლას არ აპირებს.
ვიდალს, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის დროს, ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა. ის 2016/17 წლების სეზონის ბოლოსკენ ათამაშდა, თუმცა მალევე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლო შეხვედრამდე უქმობა მოუხდა.
"ლუის ენრიკეს მადლობა გადავუხადე იმის გამო, რომ ტრავმის შემდეგ, სათამაშო წუთები მომცა. მე წყენას გულში არ ვინახავ. ლუის ენრიკესთან რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ მას ყველაფერს საუკთესოს ვუსურვებ. "ბარსელონაში" მისი ციკლი დასრულდა.
გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ვალვერდე დაინიშნა. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ის პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვალვერდე მშვიდი ადამიანია, რომელიც სხვებს პატივს სცემს. "ბარსელონაში" ვრჩები და უკვე ვფიქრობ, როგორ დავარწმუნო ვალვერდე ჩემ შესაძლებლობებში." - ციტირებს ვიდალის სიტყვებს Cadena Ser.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]