25 წლის იუბილეს საზეიმო აღნიშვნა

25 წლის იუბილეს საზეიმო აღნიშვნა

უახლოეს უქმეებზე, საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა", ჩემპიონთა თასის პირველად მოგების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არაერთ ღონისძიებას გეგმავს.

1992 წლის ზაფხულში, ლეგენდარული "უემბლიზე" გამართულ ფინალში, "ბარსელონამ" იტალიური "სამპდორია" დამატებულ ტაიმში რონალდ კუმანის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა და უმთავრესი საკლუბო ევროპული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო. იმ ტრიუმფის შემდეგ, 25 წელი გავიდა.

იუბილესთან დაკავშირებით, "ბარსელონა" 10 ივნისს, მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს, რომლებიც Wembley25-ის სახელის გარშემო ერთიანდება.

ადგილობრივი დროით დღის 12 საათიდან, "კამპ ნოუზე", გულშემატკივრებისთვის სახალისო აქტივობები დაიწყება. საღამოს 10 საათზე, დაიწყება საზეიმო ცერემონია ლაზერ-შოუთი, შემდეგ კი, გაიმართება შეხვედრა "ბარსელონას" ლეგენდებსა და "ბენფიკას" (გუნდი, რომელიც "ბარსელონამ" ფინალამდე დაამარცხა) 1992 წლის გუნდებს შორის. "ბარსელონას" მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი, ხოსე მარია ბაკერო, პეპ გვარდიოლა, ჩიკი ბეგირისტაინი, ეუსებიო საკრისტანი, ანდონი სუბისარეტა, ხოსე რამონ ალეშანკო, გილერმო ამორი, იონ ანდონი გოიკოეჩეა, ხუან კარლოსი, ხულიო სალინასი, მიგელ ანხელ ნადალი, კარლეს ბუსკეტსი, ნანდო, რიკარდო სერნა, კარლეს რეშაკი და სხვები მიიღებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #5 8 ივნისი 2017 21:47
    0
    Kumani da gvardi
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 8 ივნისი 2017 18:21
    0
    ლეგენდებს რო გადავხედე გული ამიჩუყდა.პეპი და კუმანი ისევ ბარსას ფორმაში
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #3 8 ივნისი 2017 16:47
    0
    მაგარია!
    Culé [?]
    #2 8 ივნისი 2017 15:57
    0
    Mashin tu movuget axla ras vuzamt
    --------------------
    „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ რაიკაარდმა დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“-ლიონელ მესი
    nodo18
    სტუმარი [?]
    #1 8 ივნისი 2017 13:57
    0
    Dzaan kargia abara unda aginishnos eg dge dide dge