ინიესტას ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია მზიურში
დღეს, 14 ივნისს, 19:30 საათზე, მზიურის ამფითეატრში, გამომცემლობა "არტანუჯი" და "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბი გამართავენ ანდრეს ინიესტას ავტობიოგრაფიული წიგნის – "შემოქმედი" – პრეზენტაციას.
წიგნის წარდგენის პარალელურად ჩატარდება ვიქტორინებიც. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შანსი ექნებათ უპასუხონ შეკითხვებს ანდრეს ინიესტას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ და მოიგონ საყვარელი ფეხბურთელის ავტობიოგრაფიული წიგნი. პრეზენტაციის დროს, "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის პარტნიორი, Mantis.ge გაათამაშებს ინიესტას მაისურებს. ასევე გათამაშდება ოფიციალური ფანკლუბის უფასო წევრობა.
პრეზენტაციაზე ანდრეს ინიესტას ავტობიოგრაფიული წიგნი განსაკუთრებული ფასდაკლებით – 12 ლარად გაიყიდება.
დასწრება თავისუფალია!
მის: ახალი მზიური • New Mziuri, ამფითეატრი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 34 ]