მონრეალი: "დარწმუნებული ვარ, რომ ბელერინი დარჩება"
"არსენალის" მცველი, ნაჩო მონრეალი დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელი, ექტორ ბელერინი ზაფხულში ლონდონურ კლუბში დარჩება და "ბარსელონას" არ შეუერთდება.
"ბელერინი "არსენალის" მოთამაშეა და აქ დარჩება. ექტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ვენგერს არაერთხელ უთქვამს, რომ ესპანელზე იმედს ამყარებს.
კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებენ და ვნახოთ რა მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება."-ამბობს მონრეალი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]