მუნირს რუსეთში იწვევენ
"ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელმა თავდამსხმელმა, მუნირ ელ ჰადადიმ, შესაძლოა, კარიერა სანკტ პეტერბურგის "ზენიტში" განაგრძოს. ამ ინფორმაციას, TMW-ზე დაყრდნობით, Sport ავრცელებს.
21 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს რუსული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გამოთქვამს. თუმცა, "ზენიტს" დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს, რადგან მუნირის შეძენის სურვილს "აიაქსი", ასევე ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე გუნდი გამოთქვამს. "ბარსელონა" ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდ აფასებს.
მუნირმა, გასული სეზონი, "ვალენსიაში" არენდით ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მან თავი კარგად წარმოაჩინა (8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა), "ღამურებმა" მისი 12 მილიონად გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]