პელე: "მესისა და რონალდუს შორის არგენტინელს ავირჩევდი"
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ ნეიმარის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"აზრის ჩამოყალიბებისთვის შესაფერისი დროა. ერთი მეორეს არ მირჩევნია. რომელია უკეთესი, მესი თუ რონალდუ? ორივე! ისინი განსხვავებული სტილის, შესანიშნავი ფეხბურთელები არიან.
კრიშტიანუ ბომბარდირია, რომელიც მუდამ მეტოქის კარს უმიზნებს, მესი კი გუნდური მოთამაშეა და თავს მოედნის ცენტრშიც კომფორტულად გრძნობს.
რატომ ფიქროს ხალხი, რომ მე ლეოს მიმართ უფრო დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი? ალბათ იმიტომ, რომ რომელიმე მათგანის არჩევა თუ მომიწევს, ეს არგენტინელი იქნება.
ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ფსონს მესის სასარგებლოდ გავაკეთებდი. სწორედ ასე ვპასუხობ ხალხს. რა თქმა უნდა, შესაძლებლობა რომ მქონდეს ორივეს ავირჩევდი.
რაც შეეხება ნეიმარს. მასზე იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ეროვნული გუნდი წარმატებით ვერ გამოვიდა, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნეიმარი ამჟამად, რა თქმა უნდა, ბრაზილიაში საუკეთესოა, მაგრამ არა მსოფლიოში."-ამბობს პელე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]