ლუკას ლიმა "ბარსელონაში" ზამთარში გადავა
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიური "სანტოსის" 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკას ლიმა კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს. კატალონიურმა Sport-მა, ამ ტრანსფერთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი ხდება, რომ ლიმა "ბარსას" არა ზაფხულში, არამედ ზამთარში შეუერთდება, ვინაიდან "სანტოსთან" მის კონტრაქტს ვადა წლის ბოლოს გასდის. თუმცა, კატალონიელებს მასთან ხელშეკრულების გაფორმება 1 ივლისიდან შეეძლებათ და ფეხბურთელს ხელში უფასოდ ჩაიგდებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიმას ტრანსფერში დიდი როლი ნეიმარმა ითამაშა. ლიმა ნეიმარის დის, რაფაელეს ყოფილი შეყვარებულლია, ხოლო "ბარსელონას" ვარსკვლავის მამა მისი აგენტია.
ცოტა ხნის წინ, ლიმას მადრიდის "რეალსა" და ჩინეთის ჩემპიონატს უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მან არჩევანი "ბარსელონაზე" შეაჩერა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 61 ]