"ბენფიკამ" სემედუს ფასი დააკლო
კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" და "ბენფიკა" პორტუგალიელთა მარჯვენა მცველის, ნელსონ სემედუს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ.
როგორც ცნობილია, "ბარსელონა" სემედუს ექტორ ბელერინის ალტერნატივად განიხილავს. თუ კატალონიელებმა "არსენალის" მარჯვენა მცველის კლუბში დაბრუნება ვერ მოახერხეს, მაშინ ისინი პორტუგალიელ ფეხბურთელს დაიმატებენ.
აქამდე არსებული ცნობებით, "ბენფიკას" პრეზიდენტი ლუიშ ფილიპე ვიეირა, რამდენიმე კვირის წინ, ბარსელონაში სემედუს აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან ერთად იმყოფებოდა. ის "ბარსას" წარმომადგენლებს შეხვდა და სემედუს ფასად 50 მილიონი ევრო დაასახელა, რაც კატალონიელებს ებევრათ.
Sport-ის ცნობით, მას შემდეგ, მხარეებს კონტაქტი არ გაუწყვეტიათ. შედეგად, რამდენიმე დღის წინ, ბარსელონას უკვე მხოლოდ მენდეში ეწვია. მისი თქმით, "ბენფიკამ" ფეხბურთელის ფასი 40 მილიონ ევრომდე შეამცირა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]