სკოლარი - პაულინიო "ბარსელონაში" არ გადავა

სკოლარი - პაულინიო "ბარსელონაში" არ გადავა

მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" დაინტერესებულია "გუანგჟოუს" 28 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველით. ლუის ფელიპე სკოლარიმ კი, რომელიც აღნიშნული გუნდის მთავარი მწვრთნელია, ეს ყველაფერი უარყო.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სუპერ ლიგის ბინადარ გუნდში ფეხბურთელი შარშან 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა "ტოტენჰემიდან".

"პაულინიო არსად წავა. მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს." - განაცხადა სკოლარიმ El Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.

"ჩინური კლუბებისთვის ახლა მნიშვნელოვანი მოთამაშის გაშვება ძალიან ცუდი იქნება, რადგან მათი შემცვლელის პოვნა რთული და ამავდროულად, ახალი გადასახადების ფონზე, საკმაოდ ძვირიცაა."

"მისი გადასვლის მცირე შანსებიც რომ არსებობდეს, მეცოდინებოდა. თუმცა ჩემამდე ჯერ-ჯერობით არანაირ ინფორმაციას არ მოუღწევია."

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს "ბარსელონას" 2013 წელსაც უკავშირებდნენ, თუმცა მან "კორინთიანსიდან" კარიერა "ტოტენჰემში" გააგრძელა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #2 23 ივნისი 2017 20:10
    0
    არგვინდა ეს!
    arakham
    სტუმარი [?]
    #1 23 ივნისი 2017 16:14
    0
    კაი ძაან რად გვინდა ეს

    ძალიან კარგი ვის რად უნდა ეს