ლიმა: "ბარსელონასგან" შემოთავაზება არ მიმიღია"
ბრაზილიური "სანტოსის" შემტევი ნახევარმცველი ლუკას ლიმა კიდევ ერთხელ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან კატალონიის "ბარსელონასგან" შეთავაზება მიიღო.
"ეს სიმართლეც რომ იყოს, ჟურნალისტებს არაფერს გეტყოდით. ის, რაც ნეიმარს "ბარსელონასთან" დაკავშირებით ვუთხარი, უფრო ცნობისმოყვარეობის საკითხი იყო, ვიდრე კონკრეტული შემოთავაზება. არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია.
თუ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით რამეს გადავწყვეტ, ამას, პირველ რიგში, "სანტოსი" გაიგებს. ესაა ჩემი პრიორიტეტი.
შემოთავაზება "კრისტალ პალასიდან" ერთ-ერთი ჩინური გუნდიდან მქონდა, მაგრამ ეს იმ დონის გუნდები არ არიან, რომელში თამაშიც მე მინდა. ვიცი, რომ თუ "სანტოსში" კარგად ვითამაშებ, ნაკრებში გამოსვლას განვაგრძობ და მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიასპარეზებ, რაც, ჩემთვის, მნიშვნელოვანია." - აცხადებს 27 წლის ფეხბურთელი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში "ბარსელონაში" უფასოდ გადავა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]