ტრანსფერი ახლოვდება? პსჟ ვერატის შემცვლელს ეძებს
პსჟ მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველით, საულ ნიგესით დაინტერესდა.
Football.fr იტყობინება, რომ ფრანგები 22 წლის ესპანელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს გადახდისთვის მზად არიან, რაც "ატლეტიკოსთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ნიგესის გამოსასყიდ თანხას შეადგენს.
თავის მხრივ, ესპანური კლუბი პერსპექტიული მოთამაშის შენარჩუნებას ნიშნავს. სავარაუდოდ, ნიგესი მარკო ვერატის შემცვლელად მოიაზრება, რომელსაც საულის პსჟ-ში მოსვლამ, შესაძლოა, "ბარსელონაში" ტრანსფერისკენ უბიძგოს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, მარკო ვერატის შემცვლელად "პარი სენ-ჟერმენი" "ინტერის" ნახევარმცველს, ევერ ბანეგასაც მოიაზრებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]