ერთ თვეში - ამხანაგური "კლასიკო" 26 წლის შემდეგ
ზუსტად ერთ თვეში, 29 ივლისს, მაიამიში, წინასასეზონო მზადების დროს, ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" დაუპირისპირდებიან. ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 26 წლის განმავლობაში, როდესაც "ელ კლასიკო" ამხანაგურ მატჩში შედგება.
"ბარსელონა" და "რეალი" არაოფიციალურ მატჩში ერთმანეთს ბოლოს 1991 წლის 11 სექტემბერს, "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
წინასასეზონო მზადების დროს "ელ კლასიკო" აქამდე სულ ერთხელ გამართულა. 1982 წლის 30 მაისს, ვენესუელაში, როდესაც "რეალმა" 1:0 მოიგო.
ამერიკის შეერთებული შტატები კი "ელ კლასიკოს" პირველად უმასპინძლებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]