ლეო მესის ქორწილმა მატიეს საქმე გადადო
როგორც მოგეხსენებათ, დღეს, როსარიოში ლეო მესისა და ანტონელა როკუცოს ქორწილი გაიმართება, სადაც, დაპატიჟებულ 260 სტუმარს შორის არის "ბარსელონას" ყველა ამჟამინდელი ფეხბურთელი, მათ შორის ჟერემი მატიეც, რომელიც გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის არგენტინაში გამგზავრებამ ლისაბონის "სპორტინგთან" ხელის მოწერა გადადო. 33 წლის მცველი პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრა და მხოლოდ კლუბებს შორის მცირე საკითხებიღა დარჩა შესათანხმებელი.
პრესის მიხედვით, ფრანგი მველი მომდევნო ახალ კლუბში 2 სეზონს გაატარებს. გარდა ახალი კონტრაქტისა, მან ასევე უნდა დაასრულოს "ბარსელონასთან" კავშირი, ეს ყველაფერი კი ლეოსა და ანტონელას ცერემონიამ გადადო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]