ნეიმარი: "ბარსელონაში" ადაპტაცია გამიჭირდა"
ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდმა, ნეიმარმა ტელეპროგრამა Caldeirao-სთან ინტერვიუში კატალონიურ კლუბში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა.
"ბარსელონაში" ადაპტაცია მარტივი სულაც არ იყო. ყველაზე რთული პირველი თვე აღმოჩნდა, როცა იქ გადავბარგდი. წარმოუდგენელი იყო! გასახდელში შევაბიჯე და ლეო მესის ვხედავდი, მის გვერდით კი ჩავის, ინიესტასა და პიკეს. ადრე მათ ვიდეოთამაშებში ვირჩევდი, ერთ დღესაც კი ამ ფეხბურთელების ნაწილი გავხდი.
დასაწყისში მე, ახალბედას, მათთან საუბარი გამიჭირდა. ისინი ჩემი იდეალები, კუმირები იყვნენ."-ამბობს ნეიმარი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]