ტერ შტეგენი კარს მშრალად ინახავს და ჩემპიონი ხდება!
კონფედერაციის თასის ფინალი, ჩილესა და გერმანიის ეროვნულ გუნდებს შორის, იოაჰიმ ლიოვის კოლექტივის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მორიგი ტიტული მოიგო.
საწყის წუთებში უპირატესობა ჩილემ მოიპოვა. თითქოს ბუნდესნაკრების კარში გოლი მწიფდებოდა, მაგრამ დაცვაში დაშვებულმა კატასტროფულმა შეცდომამ ხუან ანტონიო პიცის შეგირდების მარცხი გამოიწვია. მე-20 წუთზე ლარს სტინდლმა ანგარიში გახსნა, დარჩენილ დროში კი ახალგაზრდა გერმანელების ოპონენტებმა წონასწორობა ვერ აღადგინეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახდა, რომელმაც ფინალში კარი მშრალად შეინახა, ბოლო წუთებში კი ალექსის სანჩესის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ეროვნული გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
რუსეთში არაოპტიმალური შემადგენლობით ჩასული გერმანია, საფრანგეთის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი და კონფედერაციის თასი მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]