ვერატის კვირა ესპანურ პრესაში

ვერატის კვირა ესპანურ პრესაში

მარკო ვერატი, რომელიც დიდი ალბათობით ხვალ, პრესეზონს პსჟ-სთან ერთად დაიწყებს, დღევანდელი ესპანური პრესის მთავარი პროტაგონისტია. Mundo Deportivo ფეხბურთელის ტაქტიკისა და სტრატეგიის შეცვლაზე საუბრობს. მათი ცნობით, იტალიელი ხვალ გუნდის ვარჯიშზე გამოცხადდება და ეცდება, პსჟ-ს ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მიაღწიოს "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით. Sport-ის ცნობით, 24 წლის ნახევარმცველი ნასერ ალ-ხელაიფს შეხვდება და შეეცდება მის გაშვებაში დაარწმუნოს უნაი ემერის გუნდის შემდეგ ვარჯიშამდე.

ვერატისთან ერთად, პრესაში აქტიურად ჩანს დანი სებალიოსისა და სერჟი სამპერის. Mundo Deportivo-ში ვკითხულობთ, რომ მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" "ბეტისის" ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდიან. სერჟი სამპერის სიტყვებს ციტირებს L'Esportiu, რომლის ოცნებას კვლავ "კამპ ნოუზე" თამაში წარმოადგენს: "ახლა ისე ვარ მზად, როგორც არასდროს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #4 3 ივლისი 2017 13:53
    0
    ვერატი მოვა სამპერი დააბრუნონ გაუშვან არდა რაფა დენისი და გომეშიც თუ რამე
    Johan_Cruyff
    სტუმარი [?]
    #3 3 ივლისი 2017 12:07
    0
    ამ დღეებში უნდა გაირკვეს წესით რავიცი ვერატის ამბავი, და ვაბშე ვერ ვხვდები მარტო ნახევარმცველი გვაკლია სრულყოფილებამდე? მარჯვენა მცველის ბაზარი მოკვდა?
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #2 3 ივლისი 2017 12:04
    0
    მალე იქნება ვერატის პასუხი!
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #1 3 ივლისი 2017 12:00
    0
    მიდი ვერიკო ისევ შენ თუ დაარწმუნებ მაგ ხელაიფს თორე ბართომეუ და ფერნანდესი რისი მაქნისები არიან