"ბარსელონა" "ჩელსის" ბონუჩისთვის ბრძოლაში ამარცხებს
როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mirror იტყობინება, "იუვენტუსის" მცველი, ლეონარდო ბონუჩი ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოსაა.
წყაროს ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელისთვის "ბარსელონა" და "ჩელსი" იბრძვიან. აღინიშნება, რომ ამ ტრანსფერისთვის ბრძოლაში კატალონიური კლუბი ლიდერობს, რადგან თავად იტალიელი იმედოვნებს "კამპ ნოუზე" გადასვლას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბონუჩით მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.
თავად ფეხბურთელი ყველანაირ ჭორს უარყოფს და "იუვენტუსის" გულშემატკივრებს არწმუნებს, რომ შემდეგ სეზონში სერია A-ში რჩება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]