ბართომეუ ვერატის ტრანსფერზე პირადად იმუშავებს
ორშაბათს, პსჟ-ს ნახევარმცველის, მარკო ვერატის შვებულება დასრულდა და ის უკვე პარიზული კლუბის განკარგულებაშია. წინასასეზონო მზადება საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონებმა სამშაბათს დაიწყეს, მაგრამ იტალიელი ფეხბურთელი გუნდში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს და ინდივიდუალური პროგრამით პირად ფიტნეს-მწვრთნელთან ვარჯიშობს.
იტალიელი უახლოეს მომავალში "ბარსელონაში" ტრანსფერს ფრანგული კლუბის პრეზიდენტთან, ნასერ ალ ხელაიფისთან განიილავს.
მრავალი პრობლემის გათვალისწინებით, რომელიც მოლაპარაკების პროცესში შეიქმნა, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ვერატის ტრანსფერზე პირადად მუშაობა გადაწყვიტა, იტყობინება Marca. მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწორედ ალ ხელაიფისთან მოლაპარაკების გამართვა იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]