"ბარსელონას" ფეხბურთელების კონტრაქტები
როგორც მოგეხსენებათ, დღეს, კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა დააანონსა, რომ ლეო მესი კლუბში 2021 წლამდე დარჩება. გავლენიანი ესპანური Sport ავრცელებს "ბლაუგრანას" ფეხბურთელების კონტრაქტებსა და მათი გამოსასყიდი თანხების ოდენობას, რომელიც შეიცავს მესისა და დეულოფეუს ახალ კონტრაქტებსა და მატიეს კონტრაქტს, რომელიც ჯერ კიდევ "ბარსელონას" მფლობელობაში რჩება.
ერთადერთი, ვისაც კონტრაქტი გუნდთან მომავალ წელს ეწურება, ანდრეს ინიესტაა. გუნდის კაპიტანს კლუბთან ახალი კონტრაქტისთვის ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.
ტერ შტეგენი - 2022 წლამდე, 180 მილიონი ევრო
ჟერარ პიკე - 2019 წლამდე, 200 მილიონი ევრო
ივან რაკიტიჩი - 2021 წლამდე, 125 მილიონი ევრო
სერხიო ბუსკეტსი - 2021 წლამდე (+2), 200 მილიონი ევრო
დენის სუარესი - 2020 წლამდე (+1), 50 მილიონი ევრო
არდა თურანი - 2020 წლამდე, 125 მილიონი ევრო
ანდრეს ინიესტა - 2018 წლამდე, 200 მილიონი ევრო
ლუის სუარესი - 2021 წლამდე, 200 მილიონი ევრო
ლიონელ მესი - 2021 წლამდე, 300 მილიონი ევრო
ნეიმარი - 2021 წლამდე, 222 მილიონი ევრო, რომელიც 2018/19 სეზონის შემდეგ 250-მდე გაიზრდება
რაფინია - 2020 წლამდე, 75 მილიონი ევრო
იასპერ სილესენი - 2021 წლამდე, 60 მილიონი ევრო
ხავიერ მასკერანო - 2019 წლამდე, 100 მილიონი ევრო
პაკო ალკასერი - 2021 წლამდე, 100 მილიონი ევრო
ჟორდი ალბა - 2020 წლამდე, 150 მილიონი ევრო
ლუკა დინი - 2021 წლამდე, 60 მილიონი ევრო
სერჟი რობერტო - 2019 წლამდე, 40 მილიონი ევრო
ანდრე გომეში - 2021 წლამდე, 100 მილიონი ევრო
ალეიშ ვიდალი - 2020 წლამდე, 60 მილიონი ევრო
სამუელ უმტიტი - 2021 წლამდე, 60 მილიონი ევრო
ჟერემი მატიე - 2018 წლამდე (+1), 40 მილიონი ევრო
ჟერარ დეულოფეუ - 2019 წლამდე, 35 მილიონი ევრო
ტომას ვერმაელენი - 2019 წლამდე, 80 მილიონი ევრო
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]