"რეალი" დარწმუნებულია, რომ სებალიოსი "ბარსას" არ აირჩევს
Marca-ს ინფორმაციით, "რეალი" დარწმუნებულია, რომ "ბეტისის" ნახევარმცველი, დანიელ სებალიოსი ზაფხულში "სამეფო კლუბს" შეუერთდება და არა "ბარსელონას".
ფეხბურთელი დაფიქრების შემდეგ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
ესპანელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" სათამაშო პრაქტიკის გარანტიას აძლევენ: ჭორების მიხედვით, ნახევარმცველს ხამეს როდრიგესის წუთები ერგება, რომელსაც "რეალი" სავარაუდოდ, გუნდიდან გაუშვებს.
აღსანიშნავია, რომ მადრიდული კლუბის მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ამერიკაში წაყვანა სურს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]