პრეზიდენტი: "ბარსას" ვერატის გაფორმება სურს, მაგრამ პსჟ მარკოს არ უშვებს"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ლიონელ მესის ახალ ხელშეკრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბს მარკო ვერატის გაფორმება გაუჭირდება. აგრეთვე ხოსეპ მარია ბართომეუმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დანი ალვესმა გუნდი პირადი პრობლემების გამო დატოვა.
"რამდენიმე თვის წინ, ხორხეს მოლაპარაკების დაწყების თაობაზე მივმართე. ყველამ იცის ლეოს საგადასახადო პრობლემების შესახებ. მესის მამამ მიპასუხა, რომ მის ვაჟს უნდა დავლაპარაკებოდი.
მესის თავისი მდგომარეობის შესახებ შევეკითხე და ვუთხარი, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის განხილვაა საჭირო. ლეომ მთხოვა მოლაპარაკება მამამისთან გამემართა. სწორედ ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ საქმე წარმატებით მიდის.
მესის "ბარსელონაში" დარჩენაში დარწმუნების აუცილებლობა არასდროს ყოფილა, ის მუდამ ამბობდა, რომ ამ კლუბში კარიერის გაგრძელება სურს.
რაც შეეხება ვერატის - ჩვენ მისი გაფორმება გვსურს, "ბარსელონასკენ" თავად ფეხბურთელიც მიისწრაფვის, მაგრამ პსჟ მარკოს გაშვებას არ აპირებს.
ალვესს პირადი პრობლემები ჰქონდა და ეს სპორტულ ასპექტებს, კონკრეტულად კი, "ბარსელონას" არ ეხება. კლუბის ხელმძღვანელობის გაკრიტიკება მარტივია.
დანი მხიარული პიროვნებაა, ჩვენთვის მისი პრობლემები გასაგებია. ამის შესახებ მხოლოდ მე, მისმა აგენტმა და თავად ალვესმა ვიცით."-განაცხადა პრეზიდენტმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]