ანრიმ მესი "მონა ლიზას" შეადარა
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი თვლის, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივება გარდაუვალი იყო. მისი აზრით, არგენტინელის კატალონიურ კლუბში შეცვლა არარეალურია.
"შეიძლებოდა თუ არა კონტრაქტი არ გახანგრძლივებულიყო? რა თქმა უნდა არა. ვის შეუძლია "ბარსელონაში" მესის შეცვლა? ვინმე ნამდვილად თვლის, რომ ლუვრში "მონა ლიზას" შეცვლა შეიძლება?" - განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მესის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი. ის უახლოეს დროში გაფორმდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]