"არსენალი" სიდნეიში ბელერინის გარეშე გაფრინდა
როგორც მოგეხსენებათ, ივლისში კლუბების უმრავლესობა საქმეს უბრუნდება და პრესეზონს იწყებენ აზიურ ან ამერიკულ ქვეყნებში. გამონაკლისი არც ლონდონის "არსენალია", რომელიც გუშინ სიდნეიში ექტორ ბელერინის გარეშე გაფრინდა.
ესპანელი მარჯვენა მცველი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდა, რომლის ფინალშიც გერმანიასთან დამარცხდა (0-1). ამის გამო, მას უფლება აქვს რამდენიმე დღით გვიან შეუერთდეს კლუბს.
"მეთოფეები" ავსტრალიის შემდეგ შანხაისა და პეკინში გაემართებიან.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის მშობლიურ კლუბს, კატალონიის "ბარსელონას" ძალიან სურს ერნესტო ვალვერდეს შემადგენლობაში ბელერინის ხილვა და ხელმძღვანელები ამ ტრანსფერზე მუშაობენ. შესაძლებელია ყველაფერი იქამდე გადაწყდეს, სანამ იგი შვებულებიდან დაბრუნდება.
ბელერინის მომავალი ჯერ-ჯერობით ისევ გაურკვეველია. ნებისმიერ შემთხვევაში, მას ბევრი რამ ექნება დასამტკიცებელი - თუ ლონდონის "არსენალში" დარჩება, წინა, არცთუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ ეცდება წარმატებებს მიაღწიოს, "ბარსელონაში" კი ახალ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს უნდა დაუმტკიცოს თავისი შესაძლებლობები.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]