ნეიმარი: "შემდეგი სეზონი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება"
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ უახლოესი სეზონი მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.
"ვიმედოვნებ, ახალი სეზონი ჩვენ ბევრ წარმატებულ და ბედნიერ მომენტს მოგვიტანს. მე ვაგრძელებ მზადებას, რადგანაც ეს სეზონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩემს კარიერაში. ფაქტობრივად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი იქნება. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ახალ მატჩებს მოუთმენლად ველი." - განაცხადა ნეიმარმა ინტერვიუში.
ნეიმარი "ბარსელონაში" 2013 წლიდან ასპარეზობს. 25 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]