ვარჯიში "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელებთან ერთად

ვარჯიში "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელებთან ერთად

"სარაგოსასთან" მატჩის შემდეგ, გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა. "ბარსას" ფეხბურთელებმა ვარჯიში დღეს დილით განაახლეს, რომელშიც მონაწილეობას 13 "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელიც იღებდა...

შაბათის მატჩების შემდეგ გუნდმა ყურადღება მთლიანად სამშაბათის მატჩზე გადაიტანა. "ბარსა" "სამეფო თასის" პირველ შეხვედრაში "სეუტას" დაუპირისპირდება. დღეს კატალონიელებმა "სიუტატ ესპორტივაზე", დახურულ კარს მიღმა ივარჯიშეს.

ამ ვარჯიშის ერთ–ერთი მთავარი მოვლენა "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელების სიმრავლე გახლდათ. პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად დოს სანტოსმა, ნოლიტომ, ფონტასმა, რივეროლამ, ბენხამ, ტიაგომ, საულმა, როჩინამ, რომეუმ, მინიომ, ვასკესკმა, ორიოლმა და ბარტრამ ივარჯიშეს.

გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ პირველი გუნდიდან ვარჯშზე არ გამოეძახა პუიოლი, პიკე, ინიესტა, ალვეში, მესი, ვილია, ვალდესი და ბუსკეტსი, მაგრამ ამისდა მიუხედავად ვილიამ, ვალდესმა და ბუსკეტსმა გადაწყვიტეს, რომ აღდგენითი სამუშაოები ჩაეტარებინათ. ჩავი ერნანდესი და გაბრიელე მილიტო კი ისევ ინდივიდუალური ვარჯიშით შემოიფარგლებიან.

გუნდი ვარჯიშს ხვალ განაახლებს და მას კარლეს პუიოლი შეუერთდება, ხოლო დანარჩენი 7 ფეხბურთელი ვარჯიშს სამშაბათს განაახლებს.

ლუის ენრიკეს შეგირდების სიმრავლის გარდა, ვარჯიშის ერთ–ერთი მთავარი მოვლენა ფრანკ დე ბურის სტუმრობა იყო. იგი "ბარსაში" 1998–2003 წლებში თამაშობდა. ჰოლანდიელმა "ბარსას" ოფიციალურ საიტთან საუბარში განაცხადა, რომ იგი ბარსელონაში ოჯახთან ერთად იმყოფება და რომ იგი აქ 4 დღით დარჩება. ახლა დე ბური "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში. "მე ძალიან დაკავებული ვარ. ჩვენ ვარჯიშებს კვირაშ 7 დღე ვმართავთ. როდესაც თავისუფალი ვარ მე ფედერაციასთან და ეროვნულ ნაკრებთან ვკონტაქტობ," განაცხადა ფრანკმა.

ჰოლანდიელს გვარდიოლას გუნდის თამაში ძალიან მოწონს და აცხადებს: "ეს გუნდი სეზონის სტარტიდანვე ძალიან კარგად თამაშობს. რასაც ისინი მოედანზე აკეთებენ ძალიან ლამაზია."

ვარჯიშის სურათები


ვარჯიში "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელებთან ერთად









  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.