ვალვერდე ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს

ვალვერდე ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს

ერნესტო ვალვერდე რობერტ ფერნანდესთან ერთად 17 ივლისს, ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს. იგი ჟურნალისტებს "სიუტატ ესპორტივას" საკონფერენციო დარბაზში საქართველოს დროით 14 საათსა 30 წუთზე შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ვალვერდეს პირველი პრესკონფერენცია იქნება. რა თქმა უნდა, მისი წარდგენის დღეს, 1 ივნისს იგი ჟურნალისტებს გაესაუბრა, თუმცა ამჯერად "ბილბაოს" ყოფილი თავკაცი, სავარაუდოდ, მის მიზნებზე და კლუბის ტრანსფერებზე ისაუბრებს. თავის მხრივ, სხვადასხვა ახალი ფეხბურთელის მიმდინარე ტრანსფერზე ისაუბრებს "ბარსელონას" სპორტული დირექტორიც. პრესაში კი დიდ ინტერესს იწვევს ვალვერდეს აზრი ვერატიზე, პაულინიოზე და ასევე იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც იჯარის შემდეგ კლუბს დაუბრუნდნენ - დუგლასი, ვერმაელენი, მუნირი და სამპერი.

2 დღის შემდეგ, 19 ივლისს "ბლაუგრანა" ამერიკაში გაემგზავრება და შტატებში გასამართი ამხანაგური ტურნირისთვის განაახლებს მზადებას, სადაც პირველ მატჩს 23 ივლისს "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    pexnicheki
    სტუმარი [?]
    #3 15 ივლისი 2017 21:09
    0
    valo magari xar icode tripleti gvinda shemdesg sezonshi
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #2 15 ივლისი 2017 19:29
    0
    მაგარია რ ავალვერდე
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 15 ივლისი 2017 18:02
    0
    მე მჯერა ამ კაცის წარმატებების