Calciomercato: "ბარსამ" პსჟ-ს ახალი წინადადებით მიმართა
"ბარსელონა" ძალას არ ზოგავს მარკო ვერატის გაფორმებისთვის. ამჯერად, როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიურმა კლუბმა ტრანსფერში ივან რაკიტიჩის ჩართვა სცადა. Calciomercato-ს ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა "პარი სენ-ჟერმენს" იტალიელის სანაცვლოდ 65 მილიონი და ხორვატი შესთავაზა.
წყარო აღნიშნავს, რომ ივანს ფრანგული კლუბის მწვრთნელთან, უნაი ემერისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ისინი ერთმანეთს "სევილიაში" მუშაობის პერიოდიდან იცნობენ.
თუმცა, რაკიტიჩმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ კლუბის დატოვება მის გეგმებში არ შედის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]