Setanta Sports Georgia-მ საფეხბურთო სეზონი გახსნა
18 ივლისს სტარტი აიღო "საერთაშორისო ჩემპიონთა თასმა", რომელიც 31 ივლისს დასრულდება. აშშ-ში, ჩინეთსა და სინგაპურში მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობენ მსოფლიოს უდიდესი კლუბები - "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი", "მანჩესტერ სიტი", პსჟ, "ჩელსი", "ინტერი" და სხვა.
აღნიშნულ ჩემპიონატს საქართველოში ექსკლუზიურად გადმოსცემს მედია ჰოლდინგი Setanta Sports Georgia, რომელიც ახორციელებს ორი სპორტული არხის მაუწყებლობას: Setanta Georgia და Setanta Georgia +
ტურნირის კულმინაცია - 30 ივლისს, 04:00 საათზე, "ელ კლასიკო" პირველად გაიმართება არაევროპულ მიწაზე. "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებას დიმა ობოლაძე გაუძღვება.
კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებლის თხოვნა და სპორტის გულშემატკივარს საზაფხულო საჩუქარი გაუკეთა, კერძოდ, ჩემპიონატის შეხვედრების ყურება შესაძლებელი იქნება ასევე ინტერნეტშიც, ვებ გვერდზე - www.setantageorgia.ge
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]