ნეიმარმა მესის და სუარესს უთხრა, რომ "ბარსელონაში" რჩება
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა "ბლაუგრანაში" დარჩენა და "პარი სენ-ჟერმენის" უარით გასტუმრება გადაწყვიტა, იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა ლეო მესი და ლუის სუარესი აქტიურად ცდილობდნენ ნეიმარის დარწმუნებას, რაც გამოუვიდათ კიდეც. არგენტინელმა და ურუგვაელმა ბრაზილიელს უთხრეს, რომ ის ვერსად იქნება ისეთივე ბედნიერი, როგორიც - "ბარსელონაში".
"შენ არ შეგიძლია ჩვენ ახლა დაგვტოვო." - უთხრეს მესიმ და სუარესმა ნეიმარს.
თუ Sport-ს დავუჯერებთ, ნეიმარმა არგენტინელ და ურუგვაელ თანაგუნდელებს უპასუხა, რომ არსად წასვლას აპირებს და "ბარსელონაში" რჩება ახლა კი კლუბის ხელმძღვანელობას სურს, ბრაზილიელმა ეს საჯაროდაც დაადასტუროს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]