პრეზიდენტის უნდობლობის საკითხის დაყენების თარიღი ცნობილი ხვალ გახდება
"ბარსელონას" პრეზიდენტობის ყოფილი და სავარაუდოდ მომავალი კანდიდატი აგუსტი ბენედიტო კლუბის ამჟამინდელი პირველი პირის, ხოსეპ მარია ბართომეუს უნდობლობის საკითხის დაყენების თარიღს ხვალ გამოაცხადებს.
მას შემდეგ, რაც ბენედიტო უნდობლობის საკითხს დააყენებს, კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ მას შეუერთდნენ. თუ 15 000 ან მეტი ხმა შეგროვდა, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობა ვალდებული იქნება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს.
კლუბში ამჟამად მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, გამორიცხული არაა, კლუბის წევრების დიდი ნაწილი ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილო იყოს და მათ ხმა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მისცენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]