"ბარსელონა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე გალიდერდა
რამდენიმე წუთის წინ, მერილენდში, ამხანაგური ტურნირის, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის თამაში დასრულდა, რომელშიც "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტდი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
კატალონიური გუნდის მხრიდან თავი კვლავ ნეიმარმა გამოიჩინა. მიმდინარე ტურნირზე, "ბარსას" სულ 3 გოლი აქვს გატანილი და სამივე ბრაზილიელის აქტივშია.
"ბარსელონა", რომელმაც პირველ ტურში "იუვენტუსი" დაამარცხა, ტურნირზე ერთადერთია, რომელსაც ძირითად დროში 2 მოგება აქვს. შესაბამისად, კატალონიელები გათამაშებას ლიდერობენ. ერნესტო ვალვერდეს გუნდზე უკეთესი შედეგის ჩვენების შანსი მხოლოდ "რომასა" და "რეალს" აქვს. თუ დღეს "რეალმა" "სიტის" ძირითად დროში ვერ მოუგო, მადრიდელები ამ შანსს დაკარგავენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]