ვალვერდე: "ნეიმარი კვლავ ჩვენთანაა"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაჯამა. მატჩი 1:0 დასრულდა კატალონიელთა სასარგებლოდ, ერთადერთი გოლი კი ნეიმარმა გაიტანა.
"მანჩესტერთან" ნაჩვენები შედეგით კმაყოფილები ვართ. შეხვედრის გაკონტროლებას ვცდილობდით. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.
"მანჩესტერი" ძალიან სერიოზული მეტოქეა, რომელმაც ევროპა ლიგა მოიგო. მას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ პრეტენდენტად მივიჩნევ. "წითელ ეშმაკთა" დამარცხება ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება, რის გამოც, ჩემპიონთა ლიგაზე მათთან დაპირისპირებას არ ვისურვებდი.
ნეიმარის თაობაზე ახალი არაფერია: ის "მანჩესტერელ" მეგობრებთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. ის კვლავ ჩვენთან ერთადაა, რაც ძალიან კარგია."-თქვა ვალვერდემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]