ნეიმარი სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია

ნეიმარი სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია

დღეს გამთენიისას, კატალონიელებმა ნეიმარის ერთადერთი გოლით საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მეორე შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედს" სძლიეს. ბრაზილიელმა შემტევმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

ამჯერად ნეიმარმა Instagram-ზე მისი და ფრანგი ფეხბურთელის ფოტო დადო, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არა პსჟ-ს ფეხბურთელი, არამედ პოლ პოგბაა. პოგბა, რომელიც გუშინ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა "ბარსელონას" შემტევ ტრიოსთან და განსაკუთრებით ნეიმართან მან ვერაფერი გააწყო.

"ჩემს ძმასთან ერთად" - ეს წარწერა გაუკეთა ნეიმარმა ფოტოს და რამდენიმე ემოჯიც მიაწერა, რომელიც ორივე მათგანის ცეკვისა და სიმღერისადმი სიყვარულს აღნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ პოგბამ ამერიკული ტურნე უკვე დაასრულა. ნეიმარი კი "ბარსელონასთან" ერთად ფლორიდაში ჩავა, სადაც 30 ივლისს თბილისის დროით დილის 4 საათსა და 5 წუთზე "ჰარდ როკის" სტადიონზე "ელ კლასიკო" გაიმართება. აღვნიშნოთ ისიც, რომ მადრიდელები დღეს პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" 4-1 დაამარცხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #3 27 ივლისი 2017 17:24
    0
    ნეიმარი და პოგბაიე
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 27 ივლისი 2017 11:47
    0
    ნემო არსად წავა და რეალი უნდა გავანადგუროთ.სიტი ძაან მაგრად უბერავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ივლისი 2017 11:44
    0
    მაგარია ორივეე