ალენია: "ვიმედოვნებ, ვალვერდე აკადემიას ენდობა"

ალენია: "ვიმედოვნებ, ვალვერდე აკადემიას ენდობა"

"ბარსელონაში" ნახევარმცველობა საკმაოდ რთული პოზიციაა და მოედნის ცენტრში მოსახვედრადაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა. კარლეს ალენია, რომელმაც გუშინ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო რაკიტიჩთან და ბუსკეტსთან ერთად და მოედანზე 45 წუთი გაატარა, მატჩის შემდგომ კომენტარს აკეთებს.

"დღეს ამ ვარსკვლავებთან ერთად პირველად მოვხვდი სასტარტო შემადგენლობაში. ოცნება ამიხდა, აქამდე მესისთან და ნეიმართან ერთად არ მითამაშია."

ახალგაზრდა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ პრე სეზონში მის მიერ ნაჩვენები თამაშით მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია. "მაგრამ ჯერ მომავალზე არ გვისაუბრია. აქ თამაში ძალიან მინდა, თუმცა ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მჭირდება."

"ვალვერდემ უკვე დამანახა, რომ ის ლა მასიას ყურადღებას აქცევს და იმედი მაქვს, აკადემიას ენდობა."

ალენიამ ისიც განაცხადა, რომ ვალვერდეს თავკაცობის პირველ დღეებში მისგან უკვე ბევრი რამ ისწავლა და მის ნდობას შრომით უპასუხებს.

რაც შეეხება ნეიმარის ტრანსფერს, ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ ბრაზილიელი გუნდში დარჩება. "ის უნიკალური მოთამაშეა და ჩვენ გვჭირდება." 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #6 27 ივლისი 2017 18:17
    0
    მაგარია მაგარია
    Johan_Cruyff
    სტუმარი [?]
    #5 27 ივლისი 2017 13:47
    0
    ციტატა: me da barca
    სხვა თემაა, მაგრამ ძაან მინდა რეალმა ბეილი არ გაუშვას, თორემ მაგის ადგილას სხვა მოვა უკეთესი და ეს არ მაწყობს. ეგდოს ეს ცხენირემი, მაინც არაფრის მაქნისია, ყოველი 5 მატჩის შემდეგ კი დალეწილია. იბალახოს მინდორზე ჩემი რაღა მიდის. ისე ეს 25-30 ნაღდად ღირს. მისი უნიტაზივით ყბა მარტო რად ღირს საყურებლად.

    რეალმა ბეილი რო გაუშვას არც არავის იყიდის, არ ჭირდება და მაგიტო, ასენსიო, ვასკესი, ისკო, უამრავი არჩევანი აქვს, მითუმეტეს დიდი ალბათობით ისკოს ვერავინ ამოაგდებს
    10 leo
    სტუმარი [?]
    #4 27 ივლისი 2017 12:59
    0
    ამ ბიჭს ვენდობი ძაან ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს.ჯერ გამოცდილებაც მისაღებიაქვს მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ დროა გამოჩნდეს ისეთი მწვრთნელი ვინც ასეთ ფეხბურთელებს შანსს მისცემს.
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #3 27 ივლისი 2017 12:05
    0
    ძალიან კარგი ,ნიჭიერი , პერსპექტიული ფეხბურთელია:) აუცილებლად ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ და ნელნელა შევაგუოთ გუნდს:) იმედია ესე გააგრძელებს ვალვერდე და ლა მასიელებს მისცემს სათამაშო დროს სუსტ გუნდებთან
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 27 ივლისი 2017 11:51
    0
    წარმატებები ალენიას.რამოდენიმე ნახევარ მცველი გასაშვებია გადაჭედილია გუნდი:ინიესტა,რაკიტიჩი,ბუსკეცი,დენისი,გომეში,რობერტო,სამპერი,რაფინია,არდა და ახლა კიდე კოუტინიო მოჰყავთ.არდა და რაფინია უნდა გაუშვან.არდა 40 ად და რაფინია 30ად კარგი იქნებოდა
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #1 27 ივლისი 2017 11:36
    0
    ალენია, დენისი, რობერტო ძალიამ მაგრები არიან ჯერჯერობით <3