ჟოზე მოურინიომ თავის ვაჟს "ბარსელონას" მაისური წაუღო
მადრიდიდული კარიერის დასრულებისა და პეპ გვარდიოლასთან მუდმივი ქიშპობის შემდეგ ჟოზე მოურინიო კატალონიურ გრანდთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს.
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირების შემდეგ, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი იმ კოლეგებს ჩაეხუტა და თბილად შეხვდა, რომლებთან ერთადაც "ბლაუგრანაში" ბობი რობსონისა და ლუის ვან გაალის დროს მუშაობდა.
მიუხედავად იმისა, რომ "განსაკუთრებულს" მათთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა, იგი მესისა და ნეიმარსაც მიესალმა. ცნობილი ფაქტია, რომ მისი ვაჟი, ჟოზე მოურინიო უმცროსი "ბარსელონას" გულშემატკივარია და თავის პოზიციას არც მაშინ მალავდა, როცა მამამისი "რეალის" მწვრთნელი იყო. მისი გამორჩეული ფეხბურთელი კი ლეო მესია.
მიუხედავად ამისა, გუშინ თავისი შვილისთვის მოურინიომ თანამემამულის, ანდრე გომეშის მაისური წაიღო. პორტუგალიელი ფეხბურთელი პრე სეზონზე მონაწილეობას არ იღებს, რადგან მან ეროვნული ნაკრების მაისურით კონფედერაციის თასი ითამაშა და შვებულებაშია. მესის ხელმოწერილი მაისურის შემდეგ თავისი ვაჟი ჟოზემ სწორედ 23 წლის ნახევარმცველის მაისურით დაასაჩუქრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]