ნეიმარის მამა, სანლეჰი და ფერნანდესი ერთმანეთს კარგი განწყობით დაშორდნენ
ნეიმარის მომავალი ოფიციალურად გარკვეული ჯერ კიდევ არაა. ფეხბურთელის მამა, რომელიც ამავდროულად მისივე აგენტია, გუშინდელი მატჩის შემდეგ "ფედექს არენადან" "ბარსელონას" ხელმძღვანელებთან, რობერტ ფერნანდესთან და რაულ სანლეჰთან ერთად წავიდა. დღეს კი ვრცელდება ფოტოები, სადაც ფეხბურთელის მამა ზემოხსენებულ პირებს საკმაოდ კარგი განწყობით შორდება.
ფერნანდესი, სანლეჰი და ანდრე კარი ("ბარსელონას" წარმომადგენელი ბრაზილიურ საფეხბურთო ბაზარზე და ნეიმართან დაახლოებული პირი) ინგლისიდან გუშინ დაბრუნდნენ, სადაც დელეგაცია კოუტინიოს ტრანსფერზე შესათანხმებლად იმყოფებოდა.
"იუვესთან" მატჩის შემდგომ, ნეიმარის მამამ სტადიონი უსიტყვოდ დატოვა. ასევე იყო გუშინაც, თუმცა ამჯერად აგენტმა "ფედექს არენადან" ღიმილით წავიდა და ფოტოგრაფს ცერა თითიც კი აუწია. საინტერესოა, რამ გამოიწვია მათი კარგი განწყობა - "ბარსელონასთან" ნეიმარის შეთანხმებამ თუ იმან, რომ ბრაზილიურმა სასამართლომ 2013 წლის ტრანსფერი სამართლიანად და ლეგალურად სცნო?
რობერტ ფერნანდესსა და კარის შედარებით სერიოზული იერი ჰქონდათ, სანლეჰსა და ნეიმარ უფროსს კი სახეზე კმაყოფილება ჰქონდათ აღბეჭდილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]