ნეიმარი გზაგასაყარზე...
ნეიმარის სიჩუმემ მისი პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე "ბარსელონას" გულშემატკივრებში უსიამოვნო გრძნობები გამოიწვია.
სატრანსფერო საგამ დასაწყისიდანვე დიდი მითქმა-მოთქმა და ინტერესი აღძრა, თუმცა ახლა საქმე სერიოზულადაა. ფეხბურთელის პოზიცია კი, რომელიც ჯერ-ჯერობით ჟურნალისტთა წინაშე არ წამდგარა და პრესის აზრით გადაწყვეტილებაც მიღებული არ აქვს, საქმეს კიდევ უფრო ართულებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიტუაცია საკმაოდ ჩახლართულია. დრო კი გადის და მოთმინება ეწურება "ბარსელონასაც", რომელიც ნეიმარს კლუბში დარჩენისკენ უბიძგებს და პსჟ-საც, რომელსაც უნდა, ტრანსფერი მალე დაიხუროს. თუმცა, თავის მხრივ, არც ერთს არ უკვირს ნეიმარის ხანგრძლივი ფიქრი, რადგან ყველას ესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ეს მისთვის, როგორც სპორტსმენისთვის.
დუმილი - სწორედ ეს სიტყვა ასახავს ყველაზე ზუსტად ნეიმარისა და მისი გარემოცვის პოზიციას, რომლებსაც სურთ, ეს საგა ზედმეტი აურზაურის გარეშე დამთავრდეს.
ფეხბურთელის პოზიცია თანდათან "ბარსელონასაც" აღიზიანებს, რომლის პოზიცია დროთა განმავლობაში ჟორდი მესტრეს "200 პროცენტით რჩება"-დან ბართომეუს "ჩვენ გვინდა და გვჭირდება ნეიმარი, მაგრამ გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელები იღებენ"-მდე შეიცვალა.
გასათვალისწინებელია პიკეს პოსტიც. ცენტრალურმა მცველმა სოციალურ ქსელებში მისი და ნეიმარის ფოტო განათავსა და დააწერა "ის რჩება!". ამით საგა ერთი შეხედვით ყველასთვის დასრულდა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ პიკემ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი სურვილი და გუნდის პოზიციაა და არა ოფიციალური ინფორმაცია. თავის მხრივ, კლუბს თავისი მიზნები აქვს და ირწმუნება, რომ კოუტინიოს ოპერაცია ნეიმარის წასვლა/არწასვლასთან კავშირში არაა.
კოუტინიო კი "ბარსასთვის" ჰაერივით საჭირო ფეხბურთელია. მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში და თუ ნეიმარი გუნდს დატოვებს, "ლივერპულელის" ტრანსფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
მოედნის გარეთ იგი კვლავ სიჩუმეს ინარჩუნებს (დღესაც არის დაგეგმილი "ბარსელონას" ფეხბურთელებთან შეხვედრა, თუმცა ნეიმარი ილაპარაკებს თუ არა არ ვიცით), სამაგიეროდ მოედანზე იგი პრესეზონის მთავარი პროტაგონისტია. 3 გოლი 2 მატჩში ("იუვესთან" დუბლი და "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1 გოლი) და ბრაზილიელის კარგი თამაში ამ აურზაურს ინტრიგას მატებს.
თავის მხრივ, ერნესტო ვალვერდეს არ სურს ახალგაზრდა ვარსკვლავის დაკარგვა და ამ პოზიციას გუნდის ყველა წევრი აფიქსირებს, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე ნეიმარის მომავალი გაურკვეველია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]