ნეიმარის წარმომადგენელი: "არჩევანი პსჟ-ს სასარგებლოდ გაკეთდა"
RMC Sport, ნეიმარის გარემოცვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა "პარი სენ-ჟერმენთან" პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალები შეათანხმა და უკვე შემდეგი კვირის დასაწყისში, შესაძლოა, პარიზელებს შეუერთდეს.
"ყველა შეთანხმება მიღწეულია, შეთანხმებულია ასევე მცირე დეტალებიც. ნეიმარმა თავისი არჩევანი გააკეთა. სემედუსთან ჩხუბმა აჩვენა, რომ მას "ბარსელონაში" პატივს არ სცემენ, იქ ის ყოველთვის უპირობო ნომერ პირველის, მესის ზურგს უკან იქნება. ვიმედოვნებთ, რომ კლუბებს შორის შეთანხმება ორშაბათს ან სამშაბათს იქნება მიღწეული. ჩვენ ნეიმარის მომავალს პარიზში ვხედავთ." - განაცხადა წარმომადგენელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]