ნეიმარი: "კარგად ვარ"
ნეიმარი, რომელიც პრე სეზონის მთავარი პროტაგონისტია, თავის მომავალზე კვლავ არ საუბრობს. თუმცა, დღეს ნაიკის მაღაზიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.
ნეიმარმა აღნიშნული კომპანიის ახალი ბუცები წარმოადგინა. "ამ მომენტში თავს კარგად ვგრძნობ", ბრაზილიელი ფეხბურთელი იმასაც იმედოვნებს, რომ "ახალი ბუცებით ბევრ გოლს გავიტან". თუმცა შემტევს არ დაუკონკრეტებია "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით იასპარეზებს თუ "ბარსელონას".
100-მდე ადამიანი საათზე მეტი ელოდებოდა "ბარსელონას" 11 ნომერს, რომელმაც ღონისძიებაზე დაიგვიანა.
ნეიმარმა გულშემატკივრებთან რამდენიმე წუთი დაჰყო და მაისურებსა და ბურთებზე ხელიც მოაწერა. შესაძლებლობა არავის მისცემია, კითხვა დაესვა მის მომავალზე ან დღევანდელ ვარჯიშზე სემედუსთან ჩხუბზე. ფაქტია, რომ ნეიმარმა სავარჯიშო სესია საკმაოდ გაბრაზებულმა დატოვა.
ღონისძიებას მანელ აროიო, ჟორდი მოიში და ჟორდი მესტრეც დაესწრნენ გილიემ გრაელთან ერთად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 31 ]