ნეიმარი ბარსელონაში მაინც დაბრუნდება
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში, პრესა ვერა და ვერ შეთანხმდა ნეიმარის სამომავლო გეგმებზე. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი პსჟ-ში ტრანსფერის დასრულებამდე დოჰაში გაივლიდა სამედიცინო შემოწმებას, დღეს კი Mundo Deportivo-ს სტატიაში წავიკითხეთ, რომ ფეხბურთელი ჩინეთიდან სამშობლოში დაბრუნდება. როგორც ჩანს, ჟურნალისტთა ხელთ არსებული ინფორმაცია კვლავ შეიცვალა და Sport-ის ცნობით, ნეიმარ და სილვა გეგმისამებრ, დღესვე დაბრუნდება ბარსელონაში.
ფეხბურთელმა "სიუდად ქონდალისკენ" აიღო გეზი, სადაც მამამისს და სხვა მრჩევლებს შეხვდება და საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მომავლის შესახებ. ხვალ კი ადგილობრივი დროით დილის 10-ის ნახევარზე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდება.
ნეიმარმა კვლავ ახალი ჭორები ააგორა სოციალურ ქსელებში ახალი მესიჯით, რომელიც მსოფლიოს დუბაიდან გამოუგზავნა. ამ ქალაქში იგი არა მარტო ბარსელონასკენ მომავალ თვითმფრინავს უცდის, არამედ მეგობრებთან ერთად ისვენებს და ერთობა.
საფრანგეთში კი ამბობენ, რომ ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა გადაწყვეტილია და ტრანსფერი რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება, მას შემდეგ, რაც პსჟ საბოლოოდ გადაწყვეტს მისი გამოსასყიდი თანხის გადახდას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]