ინიგო მარტინესი "ბარსელონას" ფეხბურთელი ოთხშაბათს გახდება
"რეალ სოსიედადის" ცენტრალური მცველი ინიგო მარტინესი "ბარსელონას" ფეხბურთელი მომდევნო კვირაში გახდება. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 32 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. წყაროს ცნობით, ეს ოთხშაბათს მოხდება.
ასევე ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელმა "ბარსელონაში" გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ესპანური პრესის ცნობით, ინიგო მარტინესის დამატება ერნესტო ვალვერდეს სურვილია. ესპანელი სპეციალისტი სამუელ უმტიტის თამაშით კმაყოფილი არაა და მას სურს, ჟერარ პიკეს სწორედ მარტინესი შეუწყვილოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 76 ]