დანი ალვესი:“ ნეიმარმა დამარწმუნა პსჟ-ში გადმოვსულიყავი და არა პირიქით“
დანი ალვესმა გაასაჯაროვა თუ რა როლი ითამაშა ნეიმარმა პსჟ-ში მის ტრანსფერზე. აქამდე ყველას ეგონა, რომ ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი დანი ალვესი იყო, თუმცა ის ამბობს, რომ აქ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
"იუვენტუსის" დატოვების შემდეგ ალვესი თითქმის გადასული იყო პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში", თუმცა ის ბოლო წუთს "პარი სენ-ჟერმენში" აღმოჩნდა.
"მე ვესაუბრე მას (ნეიმარს) შესაძლებლობების შესახებ", განაცხადა ალვესმა ლიგა 1-ის პირველი ტურის შემდეგ.
"მან შემომთავაზა ამ კლუბში გადმოვსულიყავი. მე ნათქვამი მქონდა, რომ მინდოდა "იუვენტუსის" დატოვება, ის კი აქ (პსჟ-ში) გადმოსვლას ფიქრობდა".
ჟურნალისტი მას ფანების დამოკიდებულებაზეც შეეკითხა: "ხალხი ყველაფერს პირიქით ფიქრობს. მე მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ეს იყო ნეიმარი, ვინც დამარწმუნა. მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ მინდოდა ის ბედნიერი ყოფილიყო," უპასუხა ალვესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]