"ბორუსია“: 100 მილიონი დემბელესთვის საკმარისი არაა
"ბარსელონას" სურს დემბელეს გაფორმება, თუმცა გერმანელები მტკიცედ დგანან და 100 მილიონზე მეტს ითხოვენ.
დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი, ჰანს-იოხიმ ვაცკე, უსმან დემბელეს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვის მომხრე არაა. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" მესვეურებს სურთ დემბელე რაც შეიძლება ნაკლებ ფასში გადმოიბირონ, გერმანული მხარე შეუვალია.
"100 მილიონი ევრო არ არის საკმარისი დემბელეს შესაძენად", განაცხადა ვაცკემ.
L'Equipe-ს ცნობით "ბარსელონამ" თავის მხრივ შეთანხმება მიაღწია თავად ფეხბურთელთან, თუმცა ახლა საჭიროა გამოინახოს ის სატრანსფერო ფასი, რომელიც ორივე გუნდისთვის მისაღები იქნება.
აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელი "ბარსელონაში" თამაშის სურვილს არ მალავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]