"ბარსა" ნეიმარის ტრანსფერს არ დაადასტურებს, სანამ 222 მილიონს არ მიიღებს
"ბარსელონა" არ აპირებს "პარი სენ-ჟერმენს" ნეიმარის ტრანსფერის დარეგისტრირების უფლება მისცეს, სანამ კატალონიელები პარიზელებისგან 222 მილიონს ევროს არ მიიღებენ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას საფრანგეთში ნეიარის ტრანსფერის სერტიფიკატი ჯერ კიდევ არ გადაუგზავნია, რის გამოც, 25 წლის ბრაზილიელი პსჟ-ს მაისურით თამაშს ვერ ახერხებს. მალევე, ცნობილი გახდა, რომ "ბარსას" პსჟ-სგან ტრანსფერის საფასური ჯერ კიდევ არ მიუღია. როგორც ირკვევა, ეს ორი ამბავი ერთმანეთთან კავშირშია.
მადრიდული AS, EFE-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ბარსელონა" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ტრანსფერის სერტიფიკატის საფრანგეთში გაგზავნის უფლებას მას შემდეგ მისცემს, რაც კლუბის ანგარიშზე 222 მილიონი ევრო ჩაირიცხება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]