იონ არნე რიისე კოუტინიოზე: "პატივი ვცეთ ფეხბურთელების ოცნებებს"
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი იონ არნე რიისე ფილიპე კოუტინიოს გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხმაურება.
"რა თქმა უნდა, შექმნილი სიტუაცია, "ლივერპულს", სეზონის სტარტზე, არაფერში ჭირდებოდა. გუნდისთვის და ფეხბურთელისთვის რთული სიტუაციაა შექმნილი. კოუტინიოს შენარჩუნება გვინდა, რადგან ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. თუმცა, მას წასვლა უნდა, რადგან "ბარსელონაში" თამაში მისი ოცნებაა. რთულია, რამე ვთქვათ.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კოუტინიოს "ლივერპული" უყვარს. არ არსებობს მიზეზი, რომ მას ვერ ვიტანდეთ. პატივი ეცით ფეხბურთელების ოცნებებს. საჭიროა, შექმნილ ვითარებაზე რაც შეიძლება სწრაფად გავერკვეთ." - წერს რიისე თავის "ტვიტერში".
შეგახსენებთ, რომ კოუტინიომ "ლივერპულს" "ბარსელონაში" გაშვება ოფიციალურად მოთხოვა, მაგრამ ინგლისური კლუბი ტრანსფერს კვლავ ეწინააღმდეგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]