იურგენ კლოპი კოუტინიოს ტრანსფერზე: "გადაწყვეტილებას მე არ ვღებულობ"
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს და ამჯერად, არცთუ კატეგორიულს.
"როგორც საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელს, უფროსები მეც მყავს. გადაწყვეტილებას ისინი ღებულობენ, გაყიდონ ფეხბურთელი თუ არა. მე ამ გადაწყვეტილებას უნდა შევეგუო. თუ ისინი კოუტინიოს არ გაყიდიან, მე არაფერ შუაში არ ვიქნები.
მე პასუხს ყველა ფეხბურთელზე ვაგებ და არა ერთ ან ორ მათგანზე. იმ ფეხბურთელებთან ერთად უნდა ვიმუშავო, რომლებიც ჩემ განკარგულებაში არიან. ყოველთვის ამას ვაკეთებდი.
ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას მე არ ვღებულობ." - ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კლოპმა ფილიპე კოუტინიოს გუნდიდან წასვლა გამორიცხა. როგორც ჩანს, მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]